„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ არ დამალა, რომ უნდა იტალიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში:
„მოდით, არ დავივიწყოთ, რომ ჩემს „ნაპოლიდან“ „იუვენტუსში“ გადასვლაზე ბევრს საუბრობდნენ. ასე არ არის? ნორმალურია, რომ ჩემზე ხშირად ლაპარაკობენ და იტალიის ნაკრებს მაკავშირებენ. მე რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიყო, სხვა მწვრთნელებთან ერთად საკუთარ კანდიდატურას განვიხილავდი.
ვფიქრობ, მრავალ მიზეზთა გამო, საკუთარ თავს ავირჩევდი. ეროვნული გუნდის თავკაცი უკვე ვიყავი და ეს სამუშაო ჩემთვის ნაცნობია. ჩემი ქვეყნის წარმოდგენა სასიამოვნოა, ეს რაღაც შესანიშნავია, მაგრამ ხომ იცით, „ნაპლისთან“ კონტრაქტით კიდევ ერთი წლით ვარ დაკავშირებული. სეზონის ბოლოს ჩემი მომავლის განსახილველად პრეზიდენტს შევხვდები“.
კონტე იტალიის ნაკრების მწვრთნელი 2014 წლის აგვისტოდან 2016 ივლისამდე იყო.
წყარო: Sportall.ge
