Site icon sportmedia.live

კონტე: არ დაგავიწყდეთ, რომ ნაპოლი კვარა-ოსიმენით მე-10 ადგილზე გავიდა

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სერია A-ს 30-ე ტურში კალიარისთან მატჩის წინ ისაუბრა. იტალიელმა აღნიშნა, რომ ყველა იმ პრობლემიდან გამომდინარე, რაც ნაპოლის მიმდინარე სეზონში ჰქონდა ტრავმებთან დაკავშირებით, გუნდის შედეგი შესანიშნავია.

კონტემ გაიხსენა ისიც, რომ ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიათი და ვიქტორ ოსიმენით სერია A-ში მე-10 ადგილზე გავიდა. ეს ორი წლის წინ, როდესაც ანტონიო ნაპოლიში არ მუშაობდა.

“ბოლო შვიდი თვის განმავლობაში არაჩვეულებრივი იყო ის, რომ ტრავმებთან დაკავშირებით მძიმე სიტუაციის მიუხედავად, საუკეთესო გუნდებს შორის მუდმივად დავრჩით. ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ვიბრძვით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სატურნირო ცხრილში მდევრები ახლოს არიან, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მივაღწიოთ ამ მიზანს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. ასევე მოვიგეთ იტალიის სუპერთასი. არ დაგვავიწყდეს, რომ იმ ნაპოლის, რომელიც მეათე ადგილზე გავიდა [2023/24 წლების სეზონში], ჰყავდა ოსიმენი, კვარა და ჟელინსკი. ჩვენ ეს ფეხბურთელები 80 მილიონ ევროდ გავყიდეთ… იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთულია, საკმარისად უნდა დავაფასოთ ის, რასაც ვაკეთებთ, ჩვენს სიტუაციაში შეიძლებოდა ჩავარდნა დაგვწყებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად, აქ ვართ და ვიბრძვით. არაფერი არ უნდა ჩაითვალოს უბრალო მიღწევად, წინ კიდევ 9 თამაშია და ფეხბურთელები უნდა დაგვიბრუნდნენ”, – აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის ტრავმირებულინ ფეხბურთელები ნელ-ნელა უბრუნდებიან, მაგალითად, კევინ დე ბრუინი, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და რომელუ ლუკაკუ გამოჯანმრთელდნენ. ნაპოლი სერია A-ში 62 ქულით მეორე ადგილზეა, ორი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ მილანს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version