პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის 64-ე წუთზე, ვილიან პაჩოსთან ბრძოლაში საჯარიმოში „ლივერპულის“ ნახევარმცველი ალექსის მაკ ალისტერი წაიქცა, მსაჯმა მაურიციო მარიანიმ კი პენალტი არ დანიშნა. „წითლების“ მცველი იბრაიმა კონატე მიიჩნევს, რომ არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩემი აზრით, ეს სუფთა თერთმეტმეტრიანი იყო. მსაჯის უკან ვიყავი. პენალტი რომ მოეცათ და გაგვეტანა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა“, – განაცხადა კონატემ Amazon Prime Video-სთან ინტერვიუში.
წყარო: Sportall.ge
