ფეხბურთი

კომპანი პსჟ-სთან მატჩზე: სიკვდილიც რომ მოგვიწიოს – ვალდებული ვართ მიუნხენში გავიმარჯვოთ

პსჟ-სთან წაგებული ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი (4:5), „ბაიერნის“ მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ შეაფასა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ტრიბუნაზე იმყოფებოდა.

 

„თამაშის ყურება მომეწონა, მაგრამ იმ ადგილზე ვიყავი, სადაც ყოფნა მსიამოვნებს. ეს იყო შეხვედრა გულშემატკივრისთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ჩვენს სტადიონზე რაღაც განსაკუთებული შეიძლება მოხდეს. ცეცხლოვანი ატმოსფერო იქნება. უბრალოდ სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდება.

 

2:5-ზე მომდევნო ეტაპზე ჩვენი გასვლა საფრთხის ქვეშ იდგა. შიში? არა, პესიმისტი არ ვარ. ვიცი, თუ 1-% შანსი გაქვს, ყველაფერი შეიძლება შემობრუნდეს. ახლა ანგარიში 1:0 მათ სასარგებლოდაა. ამიტომ ვალდებული ვართ სახლში გავიმარჯვოთ. არასოდეს არ ვნებდებით. ჩამოვლენ და თავს არ დავზოგავთ, სიკვდილიც რომ მოგვიწიოს. ველოდებით“, – განუცხადა კომპანიმ RMC Sport-ს.

წყარო: Sportall.ge