ფეხბურთი

კლოპმა უარყო – იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და “რეალის” შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა

“ლივერპულის” ყოფილმა თავკაცმა იურგენ კლოპმა გერმანიის ნაკრებისა და “რეალის” შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა. მან უარყო ინფორმაცია, რომ მადრიდულმა გრანდმა სამსახური შესთავაზა და ამ ამბავს სრული სისულელე უწოდა. 

 

რაც შეეხება თავის სამშობლოში დასაქმებას და გერმანიის ნაკრების ჩაბარებას, ეს ვარიანტი იურგენმა არ გამორიცხა. 

 

“ამ მომენტისთვის გერმანიის ნაკრების გაწვრთნაზე არ ვფიქრობ, მაგრამ არავინ იცის მომდევნო რამდენიმე წელში რა იქნება. ამჟამად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მსგავსი გეგმა არ არსებობს”, – ციტირებს კლოპს Goal.

წყარო: Sportall.ge