Site icon sportmedia.live

კიტეიშვილის მე-17 გოლი და “შტურმის” ფრე უახლოეს მდევართან

ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ეტაპზე, საჩემპიონო ჯგუფში, ოცდამეშვიდე ტურში „შტურმი“ გასვლაზე „ლასკს“ დაუზავდა – 1:1.

 

სტუმრები მეათე წუთზე პენალტით ოთარ კიტეიშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს.

 

კიტეიშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. 

 

გრაცელთა რიგებში გიზო მამაგეიშვილი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. 

 

ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს

 

კიტეიშვილი – Sofascore 6.9, Flashscore 5.6.

მამაგეიშვილი – Sofascore 6.9, Flashscore 6.5.

 

„შტურმმა“ ბოლო 8 მატჩიდან 4 ფრედ დაასრულა, 4 მოიგო, 28  ქულით ლიდერია და 22 აპრილს „ლასკს“ უმასპინძლებს, რომელიც 26 ქულით მეორე პოზიციაზეა.

 

ლინცი. „რაიფაიზენ არენა“

ლასკი – შტურმი 1:1

გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10, პენ), 1:1 კალაიჯიჩი (68)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version