ფეხბურთი

კიტეიშვილის და მამაგეიშვილის “შტურმი” “ჰარტბერგს” ფრედ ეთამაშა

ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ეტაპზე, საჩემპიონო ჯგუფში, ოცდამეექვსე ტურში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ჰარტბერგთან“ ქულები გაიყო – 0:0.

 

მასპინძელთა გუნდში ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად, გიზო მამაგეიშვილმა კი მე-60 წუთამდე ითამაშა.

 

ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს

 

კიტეიშვილი – Sofascore 7.1, Flashscore 7.2.

მამაგეიშვილი – Sofascore 6.9, Flashscore 6.6.

 

„შტურმმა“ ბოლო 7 მატჩიდან 3 ფრედ დაასრულა, 4 მოიგო, 27 ქულით ლიდერია და 19 აპრილს, ლინცში „ლასკს“ დაუპირისპირდება, რომელიც 25 ქულით მეორე ადგილზეა.

 

გრაცი. „მერკურ არენა“

შტურმი – ჰარტბერგი 0:0

წყარო: Sportall.ge