ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ეტაპზე, საჩემპიონო ჯგუფში, ოცდამეოთხე ტურში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ზალცბურგს“ დაუზავდა – 1:1.
მასპინძელთა გუნდში ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გიზი მამაგეიშვილმა კი 70-ე წუთამდე. ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
კიტეიშვილი – Sofascore 6.3, Flashscore 5.7.
მამაგეიშვილი – Sofascore 6.4, Flashscore 6.7.
„შტურმმა“ ბოლო 5 მატჩიდან 2 ფრედ დაასრულა, 3 მოიგო, 23 ქულით ლიდერია და 5 აპრილს ვენაში „რაპიდს“ დაუპირისპირდება.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი – ზალცბურგი 1:1
გოლები: 0:1 ვერტესენი (32), 1:1 სტანკოვიჩი (45+5)
გაძევება: ჩეიზი (90+1, ზალცბურგი)