21 აპრილს Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაია თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გახდება და მას ოფიციალურად კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაუფორმებენ.
კვიპროსულ პრესაში ამ ცნობის შემდეგ დაიწყო განხილვა, მიიღებს თუ არა ქართველი “ანორთოსისიგან” კომპენსაციას ახალ კლუბში დანიშვნის შემთხვევაში.
მოგეხსენებათ, ქეცბაია მიმდინარე სეზონში ფამაგუსტურ გუნდს ხელმძღვანელობა და კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებდა. მაშინ ჩვენმა კვიპროსელმა კოლეგებმა დაწერეს, რომ თემური და “ანორთოსისი” ერთმანეთს ცუდად დაშორდნენ და ქართველი გუნდს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფულად კომპენსაციას სთხოვდა.
თემურსა და “ანორთოსისს” შორის კონტრაქტი ამა წლის 3 თებერვალს შეწყდა. რაც შეეხება თბილისის “დინამოს”, კლუბს ეროვნულ ლიგაში 8 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
წყარო: Sportall.ge
