Site icon sportmedia.live

კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს – “ფროზინონე” “პალერმოსთან” ფრეს დასჯერდა

სერია B-ს ოცდამეთოთხმეტე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „პალერმოსთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 1:1.

 

მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ 90-ე წუთამდე ითამაშა – შეფასებები: Sofascore 6.7, Flashscore 6.6.

 

„ფროზინონემ“ ბოლო 11 მატჩიდან 5 ფრედ დაასრულა, 6 მოიგო, 69 ქულით მეორე ადგილზეა და 18 აპრილს სტუმრად „მოდენას“ დაუპირისპირდება. ლიდერი 71 ქულით „ვენეციაა“, 66 ქულით კი მეორე ადგილზე „მონცაა“. ამ ორივე გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

 

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“

ფროზინონე – პალერმო 1:1

გოლები: 1:0 კალო (75), 1:1 რანოკია (89)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version