ფეხბურთი

კვარაცხელია: დაბრკოლებები უნდა გადავლახო და სწორი გადაწყვეტილებები მივიღო

ისრაელის ნაკრებთან მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია წარსდგა:

 

“სრულიად საქართველოს მივუსამძიმრებ უწმინდესის გარდაცვალებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წლის პიველ მატჩში წარმატებას მივაღწიოთ, ხოლო რა იქნება “ერთა ლიგაზე”, ამას დრო გვაჩვენებს.

 

უდიდესი პასუხისმგებლობაა, გუნდის კაპიტანი იყო. მითუმეტეს, გურამ კაშიას კაპიტნობის ქვეშ ვთამაშობდი. ყველაფერს გავაკეთებ, ამ როლშიც ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვავლინო. პირველივე მატჩიდან სექტემბრისა და “ერთა ლიგისთვის” ვემზადებით.

 

უკვე ყველაფერს ვაკეთებთ, შემოდგომაზე წარმატებას რომ მივაღწიოთ. როგორც კაპიტანმა, დაბრკოლებები უნდა გადავლახო და სწორი გადაწყვეტილებები მივიღო”, – თქვა კვარაცხელიამ. 

წყარო: Sportall.ge