ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმი დიდი ალბათობით, მოედანს ხვალ, 7 მარტს, “დალას მავერიქსის” წინააღმდეგ ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა ინსაიდერმა შეიმს ჩარანიამ გაავრცელა.
მოგეხსენებათ, ტეიტუმმა 2025 წლის მაისში აქილევსის მყესი გაიწყვიტა, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ჯეისონი მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ მოახერხებდა, თუმცა “ბოსტონ სელტიქსის” სუპერვარსკვლავმა ყველას საპირისპირო დაუმტკიცა.
გასულ სეზონში ტეიტუმი 26.8 ქულას, 8.7 მოხსნასა და 6 შედეგიან პასს აგროვებდა. ჯეისონის არყოფნაში გუნდის ერთპიროვნულ ლიდერად ჯეილენ ბრაუნი იქცა, რომლის წყალობითაც “კელტები” აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 მოგებითა და 21 წაგებით მეორე ადგილს იკავებს.
