ლეგენდარული ოლივერ კანი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” მატჩს გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, განმეორებით მატჩში, “რეალის” ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა გააძევეს, რაც განხილვის საგანი გახდა.
კანის თქმით, “რეალში მსაჯებთან დაკავშირებით ხშირად წუწუნებენ.
“ამ ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვათ და გარკვეული ზომები მივიღოთ. როცა საქმეები მათთვის სასიკეთოდ არ მიდის, ყოველთვის ყველაფერი ქაოსით მთავრდება. ისინი ისე იქცევიან, თითქოს მსაჯმა მუდამ მათი მხარე უნდა დაიჭიროს.
მათი ქცევები ხსნის იმ ფაქტს, თუ როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება”, – განაცხადა კანმა.
წყარო: Sportall.ge
