Site icon sportmedia.live

“იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?” – ტიერი ანრი

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” (0:2) შეხვედრას გამოეხმაურა.

 

ანრის თქმით, მისი აზრით, შეხვედრის მთავარ არბიტრს, პაუ კუბარსისთვის წითელი ბარათი არ უნდა ეჩვენებინა.

 

“იმსახურებდა თუ არა კუბარსი წითელ ბარათს? არა. ჩემთვის ეს წითელი ბარათი არ არის. მესმის წესები, მაგრამ სიტუაცია კონკრეტული ეპიზოდის მიხედვით უნდა შეაფასო. ბურთი შორს იყო, კარამდე კი ჯერ კიდევ დიდი მანძილი იყო დარჩენილი. დარწმუნებული ხარ, რომ სიმეონე გაიტანდა? მგონი, ეს მარტივი არ იქნებოდა.

 

ჩემთვის ეს ყვითელი ბარათია და არა წითელი. მისმა გაძევებამ, მატჩის ბედი შეცვალა”, – განაცხადა ანრიმ.

 

შეგახსენებთ, “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” საპასუხო მატჩი 14 აპრილს, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version