Site icon sportmedia.live

იქნება თუ არა მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონშიც – “ლივერპულმა” სლოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ბრიტანელი ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის არნე სლოტის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო. 

 

“მერსისაიდელთა” ბოსები ნიდერლანდელ სპეციალისტს სრულ ნდობას უცხადებენ და ზაფხულში მას არ გაათავისუფლებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ამ სეზონში მოედანზე და მის გარეთ არაერთმა არახელსაყრელმა ფაქტორმა ხელი შეუშალა სლოტს გუნდის მეტი გამარჯვებისკენ წაყვანაში.

 

“ლივერპული” საშუალებას მისცემს სლოტს, რომ მომავალ სატრანსფერო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ინგლისურ გრანდს ზაფხულში ხაბი ალონსო ჩაიბარებდა. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version