იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჯენარო გატუზოს ნაცვლად ნაკრების დროებით მწვრთნელად 67 წლის სილვიო ბალდინი დანიშნა.
ბალდინი 2025 წლის ივლისიდან იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იყო.
ის ეროვნულ გუნდს 3 ივნისს ლუქსემბურგთან და 7 ივნისს საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩებში უხელმძღვანელებს.
წყარო: Sportall.ge
