მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, რონალდინიო გაუჩომ, Ole-სთან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
ბრაზილიელის თქმით, “ლა პულგა” მისი აზრით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
“ლეო (მესი) ხშირად დაკავებულია. მას ოჯახი ჰყავს და ვარჯიშები აქვს, მაგრამ როცა შანსი გვაქვს, დროს ერთად ვატარებთ, ეს ჩემთვის დიდი პატივია.
ჩემთვის მესი კვლავ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, იმედი მაქვს, მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდებულ ფორმაში იქნება და თითოეული მომენტით სიამოვნებას მიიღებს”, – განაცხადა რონალდინიომ.
შეგახსენებთ, 46 წლის რონალდინიომ ფეხბურთელის კარიერა 2015 წელს, “ფლუმინენსეს” რიგებში დაასრულა, იგი სხვადასხვა დროს “გრემიოს”, პსჟ-ს, “ბარსელონას”, “მილანისა” და “კერეტაროს” ღირსებას იცავდა.
წყარო: Sportall.ge
