სხვა

ისრაელის მწვრთნელი: უნდა მოვიგოთ და გავახაროთ თავშესაფრებში მყოფი ხალხი

ისრაელის ნაკრები თბილისშია და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ამხანაგური დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელიც 26 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი საომარი ვითარების გამო, ისრაელელთა მთავარ მწვრთნელს რან ბენ შიმონს საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისთვის თავისი გუნდის სრულფასოვნად დაკომპლექტება და სათანადოდ მომზადება გაუჭირდა. სხვათა შორის, თელ ავივიდან თბილისში გამოფრენის წინ, ბენ გურიონის აეროპორტში მყოფ დელეგაციას, საჰაერო განგაშის გამო, გარკვეული დროით გადანაცვლება თავშესაფარშიც მოუხდა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, სანამ პირველ ვარჯიშს ჩაატარებდა, ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რან ბენ შიმონმა მედიასთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ მისი შეგირდება გამარჯვებას და თანამემამულეების გახარებას შეძლებენ.

“ყველამ ვიცით, როგორი ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, რომ გავიდეთ და ვითამაშოთ. მართალია, ეს ამხანაგური დაპირისპირებაა, მაგრამ კარგად ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთან მატჩი.

ამ დროს ისრაელში ყველა შინ იქნება და უყურებს თამაშს. სპორტის ნაკლებად პოპულარული სახეობების მაგალითზეც ვიცით, თუ როგორც ერთიანდება ერი, როდესაც ხედავს იმ სპორტსმენის წარმატებას, რომელიც ისრაელის დროშით გამოდის. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ისრაელელი იჯდება თავშეფასარსა თუ საკუთარ ჭერქვეშ, რათა უყუროს ნაკრების თამაშს. გადავწყვიტეთ, რომ არ ვიყოთ მსხვერლის როლში.

უამრავი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ თავი ვიმართლოთ, მაგრამ გვესმის თამაშის მნიშვნელობა და მიუხედავად იმისა, რომ მომზადებაც არ გვქონდა იდეალური და არანორმალურ ვითარებაში ვიმყოფებით, გვსურს მოედანზე მოსაგებად გავიდეთ, გავახაროთ ჩვენი ქვეყანა და ხალხი. ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენთვის პატიცი აქ ყოფნა.

წინ რთული თამაში გველის. ეს არის გასვლითი მატჩი კარგი ფორმაში მყოფ გუნდთან, რომელსაც გულშემატკივრების მხარდაჭერაც ექნება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ პოზიტივზე ვიფიქროთ, კარგად ვითამაშოთ და გავახაროთ ჩვენი ხალხი”, – აქვეყნებს სპეციალისტის სიტყვებს ისრაელის სპორტული მედია.

შეგახსენებთ, რომ მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ვილი სანიოლის გუნდი, ისრაელთან თამაშის შემდეგ, 29 მარტს, სტუმრად კაუნასში ლიეტუვასთან ითამაშებს.

წყარო: Betsson.sport