ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რან ბენ შიმონმა საქართველოსთან ამხანაგური შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა. მასთან ერთად იმყოფებოდა ეროვნული ნაკრების მოთამაშე, ელის დასა.
რან ბენ შიმონი (ისრაელის ნაკრების მწვრთნელი):
…ტესტ-მატჩზე: “ამ მატჩს ისე არ ვუყურებთ, როგორც ამხანაგურ შეხვედრას. ჩამოვედით გამარჯვებისთვის და კარგი მატჩისთვის. საქართველოც ძალიან ძლიერი შემადგენლობით დაგვხვდა. მადლობა მინდა გითხრათ კარგი დახვედრისთვის, აქ თავს კარგად ვგრძნობთ. საქართველოში ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ. თბილისს კარგად ვიცნობ და აქ ყოველთვის კარგად მხვდებიან. ახალი მოთამაშეებიც გვყავს. ვეცდებით, რომ ახალი ტაქტიკებიც დავტესტოთ და კარგი მატჩი ვაჩვენოთ.”
…ახლო აღმოსავლეთში შექმნილ საომარ ვითარებაზე: “ვნერვიულობ ჩვენს ოჯახის წევრებზე. იმედი მაქვს, რომ 90 წუთის განმავლობაში მაინც არ ჩაირთვება სირენა და ჩვენი ქვეყანა მატჩს მშვიდად უყურებს.”
…შემადგენლობებზე: “საქართველოს ნაკრებს კვარაცხელიას გარდა ჰყავს გამორჩეული მოთამაშეებიც. ჩვენ აქ კარგი შეხვედრის ჩასატარებლად ჩამოვედით.”
ელის დასა (ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი):
…საქართველოს ნაკრებზე: “საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ. ვიცით მათი ტაქტიკა და როგორი ტექნიკურები არიან. ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძეს გამოვყოფ.”
საქართველოს ნაკრები ისრაელთან შეხვედრის შემდეგ ლიეტუვაში გაემგზავრება და კვირას მორიგ ტესტ-მატჩს სწორედ იქ გამართავს – ლიეტუვის ნაკრებთან.
წყარო: Betsson.sport
