“ლივერპულმა” შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “სპორტინგის” ფორვარდი, ლუის სუარესი შეიძინოს, ამის შესახებ ინფორმაციას Correio da Manh-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 28 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელის დამატებით მერსისაიდელების გარდა, “ნიუკასლიც” ინტერესდება.
ლისაბონური კლუბი სუარესის გასხვისების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ფორვარდის გაყიდვას მხოლოდ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში დათანხმდება.
“სპორტინგმა” სუარესი გასულ ზაფხულს, ვიქტორ იოკერეშის შემცვლელად, “ალმერიადან”, 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და მიმდინარე სეზონში თავი 33 გატანილი გოლით გამოიჩინა.
წყარო: Sportall.ge