თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ 28 მარტს ბელგიის ნაკრები დატოვა, ნეაპოლში არ დაბრუნდა და ვარჯიში სამშობლოში გააგრძელა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ სამშაბათს გუნდში არ გამოცხადდებოდა, კლუბი დასჯიდა.
„ნაპოლის“ საიტის ცნობით, ლუკაკუ დღეს გუნდს არ შეუერთდა, უფლებას იტოვებენ მის მიმართ დისციპლინარულ ზომებს მიმართონ და თამაშის უფლება არ მისცენ.
ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო იტყობინება, რომ ლუკაკუს ბარძაყის ტრავმა აქვს, რაც „ნაპოლის“ სამედიცინო პერსონალმა ვერ დაადგინა, მკურნალობას აგრძელებს და იტალიაში 10 დღეში გაემგზავრება.
წყარო: Sportall.ge