ლა ლიგის ოცდამეცამეტე ტურში „ბარსელონამ“ სახლში „სელტას“ 1:0 სძლია.
გოლი პენალტით ლამინ იამალმა გაიტანა, რომელმაც ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მას შესაძლოა, ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი, არაა გამორიცხული სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს და მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრებშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა.
„ბარსელონა“ 82 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 9 ქულით უსწრებს და 25 აპრილს სტუმრად „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა – სელტა 1:0
გოლი: იამალი (40, პენ)
– „ბარსელონამ“ ჩემპიონატის ზედიზედ 8 მატჩი საერთო ანგარიშით 21:5 მოიგო.
წყარო: Sportall.ge
