Sky Sports News წერს, რომ “არსენალის” მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასა და კლუბის სპორტულ დირექტორ ანდრეა ბერტას ზაფხულში “მეთოფეთა” რიგების გასაძლიერებლად დიდი გეგმები აქვთ.
უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ ლონდონელებს პსჟ-იდან ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სურთ და ეს პრიორიტეტული არჩევანია, თუმცა ამ გარიგების გაჩარხვა ურთულესი იქნება, რადგან პარიზელები ჩვენებურს ხელშეუხებლად მიიჩნევენ.
თუ “ემირეითსზე” ქართველის მიყვანა ვერ მოხერხდა, მაშინ “არსენალი” “ნიუკასლიდან” ენტონი გორდონის, ან “რეალიდან” როდრიგოს გადაბირებას შეეცდება.
ლონდონურ გრანდს ასევე ნახევარდაცვისა და დაცვის გაძლიერებაც სურს. კლუბი სერიოზულად განიხილავს ახალი ცენტრალური ნახევარმცველების მოყვანის შესაძლებლობას, რომელთა შორისაც სანდრო ტონალი და ელიოტ ანდერსონი არიან.
მოსალოდნელია, რომ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გუნდის ამბიციებისთვის მომდევნო კონკურენტუნარიანი სეზონისთვის გადამწყვეტი იქნება.
წყარო: Sportall.ge
