საქართველოს დედაქალაქი თბილისი 2029 წელს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ თბილისის გრანდ სლემის გახსნის ცერემონიის დროს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა განაცხადა.
საქართველოში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად ჩატარდება. სამაგიეროდ, თბილისს აქვს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის გამოცდელება – კონტინენტის პირველობას პირველად 2009 წელს უმასპინძლა, მეორედ კი წელს, 16-19 აპრილს მიიღებს. ამას გარდა, თბილისში ტრადიციულად იმართება ძიუდოისტთა გრანდ სლემი.
“ჩვენ მალე მოვაწერთ ხელს შეთანხმებას თბილისის გრანდ სლემის 4 წლით გაგრძელების შესახებ. ასევე მოუთმენლად ველოდები ხელმოწერას შეთანხმებაზე თბილისში მსოფლიოს 2029 წლის ჩემპიონატის ჩატარების შესახებ”, – აქვეყნებს მარიუს ვიზერის სიტყვებს IJF-ის ოფიციალური გვერდი.
რაც შეეხება ძიუდოიში მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატებს, ცნობილია, რომ 2026 წელს ის აზერბაიჯანში გაიმართება, 2027 წელს კი მას ყაზახეთი მიიღებს.
წყარო: Betsson.sport
