თბილისის გრანდ სლემი ბოლო, მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ორი ფინალი ჰყავს – ლუკა მაისურაძე და ირაკლი დემეტრაშვილი. გარდა ამისა, ოთხი ქართველი ფინალურ ბლოკში იჭიდავებს.
90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ლიეტუველ აუგუსტას სლიტერისს, სერბ მილიან რადულის, ბელგიელ იარნე დუიკს და უზბეკ ნურბეკ მურტოზოევს აჯობა. ლუკას მეტოქე ფინალში სერბი ნემანია მაიდოვი იქნება.
აკაკი ჯაფარიძემ ფრანგი მაქს ლაბორდე, რუმინელი ალექს კრეტი, უზბეკი უმარ ბოზოროვი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ნემანია მაიდოვთან მარცხი განიცადა. ჯაფარიძე ბრინჯაოსთვის ლუკა ჯავახიშვილს შეხვდება.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა ლუკა ჯავახიშვილმა (90 კგ), რომელმაც საწყის ეტაპზე ორი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ მეოთხედფინალში წააგო, მაგრამ რეპეშაჟში ბელგიელ იარნე დუიკს აჯობა და მედლისთვის აკაკი ჯაფარიძეს გაეჯიბრება.
+100 კგ წონთ კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა პოლონელი გრჟეგორჟ ტერესინსკი, კვიპროსელი იანის ანტონიუ და ნიდერლანდელი იურ სპიკერსი დაამარცხა. ფინალში დემეტრაშვილი გერმანელ ლასენი კონეს შეხვდება.
ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს საბა ინანეიშვილი, რომელმაც მეოთხედფინალში განიცადა მარცხი, მაგრამ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც კვიპროსელი იანის ანტონიუს ბარიერი დაძლია, მედლისთვის კი რუს არტიომ ზოლოტუხინს დაუპირისპირდება.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი აქვს ნიკა ხარაზიშვილს, რომელმაც საწყის ეტაპზე სლოვენიელიგალ ბერტალანიჩი და პოლონელი პიოტრ კუჩერა დაამარცხა, მეოთხედფინალში თვითონ განიცადა მარცხი სერბ დარკო ბრასნიოვიჩთან, მაგრამ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ნიდერლანდელი მიხაელ კორელის ძლევა შეძლო. ბრინჯაოსთვის ნიკა დომინიკის რეპუბლიკის წარმომადგენელ რობერტ ფლორენტინოს გაეჯიბრება. ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.
დღესვე იასპარეზეს, მაგრამ ფინალურ ბლოკს მიღმა და შესაბამისად, უმედლოდ დარჩნენ ვლადიმერ ახალკაცი (90 კგ.), თორნიკე ფოლადაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი, ონისე სანებლიძე (სამივე 100 კგ.), საბა ქარდავა და გელა ზაალიშვილი (ორივე +100 კგ.).
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე საქართელოს მონაგარი ჯერჯერობით, ორი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც თორნიკე გიგაურმა (66 კგ.) და გიორგი ლოლაძემ (73 კგ.) მოიპოვეს.
წყარო: Betsson.sport