Site icon sportmedia.live

‘თავის ტკივილი სოსიედადისთვის’ – რას წერენ ესპანეთში მიქაუტაძის თამაშზე

გიორგი მიქაუტაძისთვის ლა ლიგის 29-ე ტური შესანიშნავი გამოდგა: ვილიარეალის ქართველმა ფორვარდმა სოსიედადთან მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

მიქაუტაძეს მეტის გატანაც შეეძლო: ოთხი ძალიან რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მაინც გახდა. ესპანურ მედიაშიც მის თამაშს დადებითი გამოხმაურება აქვს:

AS: “მან ერთი გოლი გაიტანა და შეეძლო სამი ან ოთხი გოლი გაეტანა. ის ძალიან ჩართული იყო თამაშში და სახიფათოდ გამოიყურებოდა. სიზუსტე აკლდა”.

Eldesmarque: “სოსიედადისთვის ნამდვილი თავის ტკივილი. მეორე გოლში შეტევის დასაწყისში მონაწილეობდა და საბოლოოდ, მანვე დაასრულა. ჭკვიანურად მოძრაობდა, თავს ესხმოდა სივრცეებს და მუდმივად ქმნიდა მომენტებს. ამ შეხვედრაში სრულყოფილი თავდამსხმელი”.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძეს ჩატარებულ 24 შეხვედრაში 9 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს აქტივში, ხოლო ყველა ტურნირზე ვილიარეალის მაისურით 34 თამაშში 11 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. ვთქვათ ისიც, რომ სეზონი ლიონში დაიწყო, სადაც ლიგა 1-ის პირველ ტურშიც მოასწრო გატანა ლანსის წინააღმდეგ. ჟორჟი ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რათა ეროვნულ გუნდს ისრაელსა და ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩებში დაეხმაროს.

ვილიარეალი ლა ლიგაში 58 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვს. მარსელინოს გუნდი მომდევნო ტურში სანაკრებო პაუზის შემდეგ 6 აპრილს, ჟირონას ესტუმრება.

https://cdn.jwplayer.com/previews/YNLFGkcU-7EUbWQYc

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version