ბუნდესლიგის ოცდამეშვიდე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „ბაიერს“ დაუზავდა – 3:3.
პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ანგარიში გაათანაბრეს. მალე პატრიკ შიკმა მეკარე დიანტ რამაის შეცდომით ისარგებლა, დუბლი შეასრულა და ლევერკუზენელები წინ გაიყვანა. თუმცა, მარვინ პირინგერმაც შეასრულა დუბლი და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 6.9, whoscored 6.8, Flashscore 5.8.
„ჰაიდენჰაიმს“ ბოლო 14 მატჩში გამარჯვება არ მოუპოვებია (4 ფრე და 10 წაგება), 14 ქულით აუტსაიდერია და 4 აპრილს გასვლაზე „გლადბახს“ დაუპირისპირდება.
ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი – ბაიერი 3:3
გოლები: 0:1 ტილმანი (22), 0:2 შიკი (35), 1:2 ბერენსი (56), 2:2 პირინგერი (72, პენ), 2:3 შიკი (75), 3:3 პირინგერი (85)
