ფეხბურთი

ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს – “ჰაიდენჰაიმმა” ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

ბუნდესლიგის ოცდამეცხრე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ სახლში „უნიონი“ 3:1 დაამარცხა.

 

ამით შეწყდა „ჰაიდენჰაიმის“ მოუგებელი 15-მატჩიანი სერია – 5 ფრე და 10 წაგება.

 

მასპინძლები დუბლით 29 წლის ავსტრიელმა მარცხენა გარემარბმა მატიას ჰონსაკმა დააწინაურა, სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს, შემდეგ კი მეტოქის კარი 70-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ბუდუ ზივზივაძემ დალაშქრა. ქართველმა კომპენსირებულ დროშიც გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

 

ზივზივაზის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 8.2, sofascore 7.8, whoscored 7.4. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 15 შეხვედრაში 2 გოლია.

 

„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით აუტსაიდერია და 19 აპრილს „ფრაიბურგს“ ესტუმრება.

 

ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“ 

ჰაიდენჰაიმი – ნიურნბერგი 3:1

გოლები: 1:0 ჰონსაკი (9), 2:0 ჰონსაკი (36), 2:1 კვერფელდი (75), 3:1 ზივზივაძე (79)

წყარო: Sportall.ge