ფეხბურთი

ეს საინტერესოა – პსჟ “ბარსელონას” ვარსკვლავის შეძენას აპირებს

პსჟ „ბარსელონას“ 27 წლის შემტევი ნახევარმცველით, დანი ოლმოთი დაინტერესდა, – იტყობინება Fichajes-ი.

 

ფინანსური პრობლემების გამო „ბარსელონა“ ოლმოს გაყიდვას არ გამორიცხავს, თუმცა თავად ფეხბურთელს გუნდის დატოვება არ უნდა.

 

ოლმოს შეძენის სურვილი აგრეთვე „მანჩესტერ სიტის“, „არსენალს“ და საუდის არაბეთის „ალ კადისიას“ აქვთ. 

 

ამ სეზონში დანიმ 38 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტით 2030 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 60 მილიონი ევროა.

 

ოლმოს ესპანეთის ნაკრებში 46 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი. ის ევროპის ჩემპიონია.

წყარო: Sportall.ge