ვეტერანი ფეხბურთელი ტონი კროოსი შესაძლოა, “რეალში” დაბრუნდეს, თუმცა არა ფეხბურთელის რანგში, ამის შესახებ ინფორმაციას As-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გერმანელის კლუბში დაბრუნებით პირადად “ბლანკოსის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ინტერესდება.
ცნობილია, რომ “რეალში” თვლიან, რომ კროოსის საფეხბურთო გამოცდილება კლუბის მენეჯმენტს დიდ სარგებელს მოუტანს, მაგრამ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ტონიმ ფეხბურთელის კარიერა 2024 წელს დაასრულა, იგი “რეალის” ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგის და 4-ჯერ ლა ლიგის მოგება მოახერხა.
წყარო: Sportall.ge