Site icon sportmedia.live

‘ეს თარიღი ყოველთვის მემახსოვრება’ – ნაკრების ახალწვეულების კომენტარები

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ისრაელთან ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად ემზადება, 2 დებიუტანტი ჰყავს. გრაცის შტურმის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი და ბუდაპეშტის მცველი ილია ბერიაშვილი ეროვნულ გუნდში პირველი მატჩის ჩასატარებლად ემზადებიან. დღეს მათ აღნიშნულთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, შემდეგ კი, ახალწვეულებმა მცირე კომენტარები გააკეთეს.

გიზი მამაგეიშვილი: “ეს ჩემს ცხოვრებაში ჩაიწერება თარიღად, რომელიც არასდროს წაიშლება და ყოველთვის მემახსოვრება. მას მერე, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მიზნად სწორედ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა მქონდა დასახული და ამ მიზნის განხორციელებაში ასაკობრივ გუნდებში თამაში ძალიან დამეხმარა”.

ილია ბერიაშვილი: “მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, არ ვარ ძალიან ემოციური ადამიანი, თუმცა ასეთ ეტაპზე ეს ემოციები მაინც თავს იჩენს. შინ არცერთი ნივთი არ მაქვს ჩარჩოში გამოფენილი, თუმცა, ეს საჩუქარი ნამდვილად დაიკავებს საპატიო ადგილს”.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი ისრაელის ნაკრებს 26 მარტს თბილისში უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. მარტის ფანჯრის ეგიდით, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ელის: 29-ში, კაუნასში, ლიეტუვის წინააღმდეგ.

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version