Site icon sportmedia.live

დვალიშვილი არ დაისვენებს – მერაბი ჰენრი სეხუდოს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება

მერაბ დვალიშვილი მონაწილეობას ორგანიზაცია RAF08-ზე მიიღებს, მისი მეტოქე კი ჰენრი სეხუდო იქნება, რომელიც ქართველმა 2024 წლის 18 თებერვალს UFC-ში დამაჯერებლად დაამარცხა.

 

დვალიშვილისა და სეხუდოს დაპირისპირება 19 აპრილს ჩატარდება. RAF ამერიკული თავისუფალი სტილით ჭიდაობის ორგანიზაცია გახლავთ, ამავე ორგანიზაციასთან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც გააფორმა.

 

შეგახსენებთ, გადაწყვეტილია, რომ მერაბი ზაფხულში UFC-ის სუპერმსუბუქი ქამრის დასაბრუნებლად პიოტრ იანთან რემატჩს გამართავს.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version