Site icon sportmedia.live

დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? – ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა

RMC Sport-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელმა დიდიე დეშამმა შესაძლოა, “რეალი” ჩაიბაროს. აღნიშნული წყაროს ცნობით, გამოცდილი სპეციალისტი მადრიდული გრანდის სიაშია. 

 

დეშამმა, რომელიც “მამლებს” 2012 წლიდან თავკაცობს, ადრე განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. 

 

შეხსენებისთვის, “რეალის” დამრიგებელი ამჟამად ალვარო არბელოაა, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მისი დარჩენის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version