პსჟ-ის დელეგაციამ დიეგო ჟოტას მემორიალსა და ჰილსბროს ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, სპორტული დირექტორი ლუიშ კამპოსი, ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად, “ენფილდთან” ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი დიეგო ჟოტას მემორიალს ესტუმრნენ და ყვავილებით შეამკეს.
გუნდმა და პერსონალმა პატივი ასევე ჰილსბროს ტრაგედიის დროს გარდაცვლილებსაც მიაგო. ჰილსბროს ტრაგედია 1989 წლის 15 აპრილს მოხდა და ამიტომ ხვალინდელ დაპირისპირებას ორივე გუნდი შავი სამკლაურით ჩაატარებს.
შეხსენებისთვის, პსჟ-მა “ლივერპულთან” მეოთხედფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება საკუთარ მოედანზე 2:0 მოიგო.
წყარო: Sportall.ge
