Site icon sportmedia.live

დარჩება მუნდიალის შემდეგაც? – სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ “ალბისელესტეში” თავისი მომავალის შესახებ ისაუბრა. მას კონტრაქტი ეროვნულ გუნდთან 2026 წლის მუნდიალის შემდეგ ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, განაგრძობს თუ არა ისევ ამ პოსტზე მუშაობას. 

 

“ჩემი აგენტი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ მე ამჟამად სრულიად მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. 

 

დანარჩენი ჩემზე არაა დამოკიდებული. ამ ეტაპზე სულ ესაა და ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს”, – ციტირებს სკალონის Marca.

 

შეგახსენებთ, რომ სკალონი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს 2018 წლიდან ავარჯიშებს. მან “ალბისელესტეს” ორჯერ კოპა ამერიკა, ერთხელაც მუნდიალი და ფინალისიმა მოაგებინა. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version