Site icon sportmedia.live

“დავრჩები თუ არა “ბარსელონაში”? – ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

“ბარსელონას” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

 

პოლონელის თქმით, მას “ბარსელონასთან” კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

“დრო გვაქვს, კლუბმა ყველაფერი იცის, რასაც ვფიქრობ. ფიქრისათვის დრო მჭირდება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თუ რას მივაღწევთ სეზონის ბოლოს. ჯერ მთავარია ლა ლიგა მოვიგოთ, შემდეგ კი შეგვიძლია სხვა თემები განვიხილოთ”, – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sport.es-ი.

 

შეგახსენებთ, ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში “ბარსელონასთან” ერთად ყველა ტურნირზე 40 მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

 

პოლონელს “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version