ფეხბურთი
დავითაშვილი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში გადავა?
თურქული პრესა წერს, რომ “გალათასარაი” საქართველოს ნაკრებისა და “სენტ ეტიენის” 24 წლის შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებით სერიოზულადაა დაინტერესებული.
მოგეხსენებათ, ქართველის გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდა და სავარაუდოდ, ჩვენებური ზაფხულში კლუბს შეიცვლის, სტამბოლელები კი მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობენ.
fotospor წერს, რომ თურქულმა მხარემ ზურიკოს აგენტ მამუკა ჯუღელთან შეხვედრა მოითხოვა. მათ ფეხბურთელის პირობების შესწავლა სურთ და თუ ყველაფერი მათთვის მისაღები იქნება, მაშინ “სენტ ეტიენს” შეთავაზაებასაც გაუკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ადრე დავითაშვილის სახელი კიდევ ერთ თურქულ ცნობილ გუნდ “ბეშიქთაშს” დაუკავშირეს, თუმცა ეს ამბავი არ დადასტურდა. რაც შეეხება “გალათასარაის”, სტამბოლელებმა წელს თავისი ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგეს, მომდევნო სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.