მანჩესტერ “სიტის” მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას ერთ-ერთმა ასისტენტმა დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ქალაქელთა” რიგებს გუნდის 31 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ბერნარდო სილვა დატოვებს.
ეს განცხადება ლინდერსმა FA Cup-ის მეოთხედფინალში “ლივერპულთან” 4:0 გამარჯვების მერე თქვა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ბერნარდო ბოლო 6 კვირის განმავლობაში “ეტიჰადზე” თავის ბედნიერად იგრძნობს.
“ვერასდროს ჩაანაცვლებ ფეხბურთელს იმავე ტიპის მოთამაშით, რადგან ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს. სილვა უნიკალურია და მას თამაშის კონტროლი შეუძლია. ის ძალიან ბევრს მოძრაობს, გუნდს ხელმძღვანელობს, გადაწყვეტილებებს იღებს და ყველა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.
ყველა ისტორიას თავისი დასასრული აქვს. ის “სიტიში” ბოლო 6 კვირას გაატარებს და შემდეგ წავა. იმედი მაქვს, რომ პორტუგალიელი აქ ამ პერიოდში ძალიან ბედნიერი იქნება”, – ციტირებს ლინდერსს BBC.
შეხსენებისთვის, სილვა “სიტის” ღირსებას 2017 წლიდან მოყოლებული იცავს. მან ჯამში კლუბის ფორმა 450 შეხვედრაში მოირგო, სადაც 76 გოლი გაიტანა და 77 ასისტი მიითვალა.
წყარო: Sportall.ge
