Site icon sportmedia.live

“გუნდსა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი” – ედუარდო კამავინგა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბაიერნთან” 3:4 მარცხის შემდეგ, “რეალის” ნახევარმცველმა ედუარდო კამავინგამ გუნდსა და გულშემატკივრებს მოუბოდიშა.

 

მოგეხსენებათ, ფრანგმა 86-ე წუთზე არასპორტული ქმედების გამო წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც “რეალმა” მეტოქისგან 2 გოლი გაუშვა.

 

“ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას მომხდარის გამო. მინდა, გუნდსა და გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის”, – დაწერა კამავინგამ სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბაიერნი” პსჟ-ს დაუპირისპირდება, გუნდებს შორის პირველი მატჩი 28 აპრილს, საპასუხო შეხვედრა კი 6 მაისს გაიმართება.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version