სეგუნდა დივიზიონის ოცდამეთოთხმეტე ტურში „რასინგი“ გასვლაზე „ანდორას“ 2:0 ამარცხებს.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა – მან გოლები მე-4 და მე-16 წუთზე გაიტანა.
გიორგის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 11 შეხვედრაში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. “რასინგი” 65 ქულით ლიდერია და ლა ლიგაში გადასვლის კარგი შანსი აქვს.
წყარო: Sportall.ge