სხვა

გულიაშვილის “რასინგმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ლა ლიგისკენ მიიწევს

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეთხუთმეტე ტურში, „რასინგმა“ ლა ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი „ალმერია“ სახლში 5:1 გაანადგურა.

 

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 22-ათასიანი სტადიონი პირთამდე გაივსო და  გულშემატკივრებმა თავიანთი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით გაიხარეს.

 

მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მ 6.3 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი 6.0 ქულით.

 

„რასინგი“ 65 ქულით ლიდერია და 17 აპრილს სან-სებასტიანში „სოსიედად B”-ს დაუპირისპირდება. „დეპორტივოსა“ და „ალმერიას“ 61-61 ქულა აქვთ, ხოლო „მალაგასა“ და „ბურგოსს“ 60-60.

 

სანტანდერი. „სარდინერო“

რასინგი – ალმერია 5:1

გოლები: 0:1 ემბარბა (12), 1:1 მარტინი (21), 2:1 ვისენტე (28), 3:1 ვილიალიბრე (79), 4:1 კანალესი (82), 5:1 სანგალი (88)

გაძევება: ლოპი (45+5, ალმერია), გარსია (75, რასინგი)

წყარო: Sportall.ge