ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტური ვილიარეალი-სოსიედადის მატჩით გაიხსნა, რომელშიც გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. თანაც, ეს ყველაფერი 23 წუთში მოასწრო.
მე-15 წუთზე გიორგიმ შეტევა დაიწყო, რომელიც თავადვე დაასრულა გოლით, როცა მეკარის მოგერიებული ბურთი ახლო მანძილიდან გადაგზავნა კარში. ჟორჟმა გოლი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ს ხსოვნას მიუძღვნა… გოლიდან 8 წუთში მიქაუტაძის პასით ნიკოლა პეპემაც გაიტანა, რომელმაც ანგარიში 3:0 გახადა.
https://cdn.jwplayer.com/previews/NnwwWwIK-7EUbWQYc
წყარო: Betsson.sport
