სხვა

გოლი და საგოლე პასი – დავითაშვილის შესანიშნავი თამაში ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში სენტ ეტიენმა ანესი 4:0 გაანადგურა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-18 წუთზე საჯარიმოში კარგად ჩააწოდა და კევინ პედრომ ზუსტად დაარტყა, რითაც ანგარიში გაიხსნა. პირველ ტაიმში “მწვანეებმა” კიდევ ორჯერ გაიტანეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

საბოლოო ანგარიში ზურიკომ დააფიქსირა, რომელმაც 63-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიუძღვნა.

დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 12 გოლი დაუგროვდა, აქტივში 4 საგოლე პასიც აქვს. ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ტაფიკ ბენტაიებს (ტრუა) 3 გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა, მან ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა. ზურიკო ახლა საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება ისრაელსა და ლიეტუვასთან სპარინგებისთვის.

სენტ ეტიენი 53 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ ტრუას 4 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარ ლე მანს 3 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 4 აპრილს, ნანსის ესტუმრება.

https://cdn.jwplayer.com/previews/6k8Rc0ri

წყარო: Betsson.sport