Site icon sportmedia.live

გოგლიჩიძე შეუცვლელად და ჩაკვეტაძე შეცვლაზე – “უოტფორდმა” სახლშიც წააგო

ჩემპიონშიფის ორმოცდამესამე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „შეფილდ იუნაიტედთან“ 0:2 დამარცხდა.

 

მასპინძელთა გუნდში საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე კი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

 

ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს

 

ჩაკვეტაძე – Whoscored 5.8, Sofascore 6.4, Flashscore 6.1.

გოგლიჩიძე – Whoscored 6.4, Sofascore 6.4, Flashscore 6.1.

 

„უოტფორდმა“ ბოლო 5 მატჩიდან 3 წააგო, 2 ფრედ დაასრულა, 57 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 21 აპრილს სტუმრად „ვესტ ბრომვიჩს“ დაუპირისპირდება.

 

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“

უოტფორდი – შეფილდ იუნაიტედი 0:2

გოლები: 0:1 ბემფორდი (50), 0:2 ბემფორდი (60)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version