Site icon sportmedia.live

გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს – “უოტფორდი” “ქუინზ პარკთან” დამარცხდა

ჩემპიონშიფის მეორმოცე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ქუინზ პარკთან“ 1:2 დამარცხდა.

 

სტუმართა გუნდში საბა გოგლიჩიძემ 85-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, გიორგი ჩაკვეტაძე კი 73-ე წუთზე შეცვალეს.

 

„უოტფორდი“ 56 ქულით მეათე ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 8 ქულით ჩამორჩება და 6 აპრილს „ჩარლტონს“ უმასპინძლებს.

 

ლონდონი. „ლოფტუს როუდი“

ქუინზ პარკი – უოტფორდი 2:1

გოლები: 1:0 კოლი (26), 2:0 სმიტი (63), 2:1 ლუზა (85)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version