ამხანაგურ შეხვედრაში გერმანიასთან სტუმრად 1:2 წაგების შემდეგ, განის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოტო ადო დაითხოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი განის ნაკრების არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა. გერმანიასთან მატჩამდე განა ავსტრალიასთან 1:5 დამარცხდა.
იქამდე, სანამ ადუ განის ნაკრებს ჩაიბარებდა, “დორტმუნდის” ფეხბურთელების განვითარების მენეჯერი გახლდათ.
წყარო: Sportall.ge
