ფეხბურთი

გეგმა “ელ კლასიკოში” თამაშია – რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონას” 29 წლის ბრაზილიელი შემტევი რაფინია გამოჯანმრთელების პროცესს განაგრძობს. ფეხბურთელმა ტრავმა 4 აპრილს საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. 

 

წინასწარი ვარაუდით, სამხრეთ ამერიკელს 5-6 კვირა უნდა გაუცდეს. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ ბრაზილიელის საქმე კარგად მიდის და მისი გეგმა 10 მაისისთვის დაბრუნებაა, როდესაც კატალონიური გრანდი “ელ კლასიკოში” რეალს” დაუპირისპირდება.

 

შეხსენებისთვის, რაფინიამ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ფორმა ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა. 

წყარო: Sportall.ge