მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში, სტუმრად ბოსნიასთან პენალტების სერიაში 1:4 დამარცხების შემდეგ, კომენტარი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა.
„ამ ძალისხმევის, სიყვარულის და თავდადების გამო, ბიჭები ამას არ იმსახურებდნენ. სამი მომენტი გვქონდა. მათი ჩაწოდებების უმეტესობისას პრობლემები გვექმნებოდა. არ მინდა მსაჯზე ან რამე სხვაზე ვილაპარაკო, ასეთია ფეხბურთი. ნამდვილ ალყაში ვიყავით, თითქოს სანგრებში ვიმყოფებოდით.
ჩემი მოთამაშეებით ყოველთვის ვამაყობ. დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა. სისხლის გარეშე ვარ. ეს შეხვედრა იტალიური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი იყო და ასე გამოვარდნა სამწუხაროა. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი“, – განუცხადა გატუზომ RAI Sport-ს.
წყარო: Sportall.ge
