Site icon sportmedia.live

განდეგილი – პსჟ-ს მეკარე შეიძლება პრემიერლიგის გუნდში გადავიდეს

RMC Sport-ის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც სათადარიგო გახდა, მეკარე ლუკა შევალიე გუნდისგან განდეგილია და მხოლოდ სამწვრთნელო შტაბთან და გამოცდილ ფეხბურთელებთან ურთიერთობს.

 

შევალიეს თითქმის სამი თვეა არ უთამაშია, თუმცა მოედანზე დასაბრუნებლად თავდაუზოგავად შრომობს. ის ზაფხულში „ლილისგან“ 40 მილიონ ევროდ შეიძინეს, ახლა კი მისი ფასი 30 მილიონია.

 

ვინაიდან „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გულიელმო ვიკარიოსა და ანტონინ კინსკის თამაშით, შევალიეს სამსახურით დაინტერესდნენ. თუ შევალიეს მდგომარეობა არ შეიცვალა, ის წასვლას, ხოლო პარიზული კლუბი შეთავაზებებს განიხილავს.

 

Football Insider-ის ცნობით, ლუკა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა „ტოტენჰემში“, თუ გუნდი პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version