მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმა განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს აშშ-იდან მექსიკაში არ გადაიტანენ. მისი თქმით, FIFA-მ საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ უკვე მიიღო.
“FIFA თვლის, რომ ირანის მატჩების გადატანა მასშტაბურ ძალისხმევას მოითხოვდა და ეს შეუძლებელი გახდა. მათ შეხვედრებს აშშ უმასპინძლებს და გადაწყვეტილება საბოლოოა”, – ციტირებს შეინბაუმის სიტყვებს Goal.
შეხსენებისთვის, რეგიონული უსაფრთხოების შეშფოთების მოტივით, ირანმა მუნდიალის შეხვედრების აშშ-ის ნაცვლად მექსიკაში ჩატარება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.
ირანმა G ჯგუფში ბელგიასთან, ეგვიპტესთან და ახალ ზელანდიასთან ერთად ერთად უნდა იასპარეზოს.
წყარო: Sportall.ge
